ჩვენ შესახებ

გამორჩეული ჟღერადობა FM სივრცეში

"შოკოლადი" წარმოადგენს რადიოს, რომელიც თავისი გამორჩეული ხასიათით, 2012 წლის მარტიდან, მსმენელს ერთგულებით და უშუალობით, 98.5 FM-ზე მასპინძლობს.

რადიო "შოკოლადის" ტალღები გამოგყვებათ როგორც თბილისსა და მის შემოგარენში, ასევე დავით გარეჯასა და გუდაურში. ინტერნეტით კი "შოკოლადი" მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია ხელმისაწვდომი


თანამედროვე და პროგრესული მუსიკა
რადიო "შოკოლადის" მუსიკალური მიმართულებებია ინდი, ინდი-როკი, რეგეი. ეს თანამედროვე და პროგრესული მუსიკაა და ვამაყობთ, რომ ქართველ მსმენელს საშუალებას ვაძლევთ, არ ჩამორჩეს მსოფლიოს მუსიკალურ ტენდენციებს. ჩვენი ეთერის საშუალებით, ასპარეზს ვუთმობთ თანამედროვე ქართულ ალტერნატიულ მუსიკას და ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას.

თქვენი ინტერესის სფეროები
რადიო "შოკოლადი" სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს. ჩვენ ეთერში მოსმენილი გადაცემები მსმენელს მუდმივი შემეცნების საშუალებას აძლევს. მუსიკის გარდა, ჩვენი ინტერესის სფეროა ლიტერატურა, თანამედროვე არტი და კლასიკური ხელოვნება, არქიტექტურა, ახალი ტექნოლოგიები, ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ჩვენ მსმენელს ვთავაზობთ სწორედ იმ მნიშვნელოვანი საკითხების და სფეროების განხილვას, რომელიც  აუცილებელია თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.

 

მულტიმედია პლატფორმა 4U

რადიო არის მულტიმედია პლატფორმის 4U-ს ნაწილი.  

4U.ge წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი.

 

პროგრამა

შესაბამისობის დეკლარაცია

რადიო შოკოლადის განცხადება 2017 წლის საარჩევნო კამპანიის შესახებ

რადიო შოკოლადის ყოველკვირეული ინფორმაცია 01 სექტემბერი - 08 სექტემბერი

რადიო შოკოლადის ყოველკვირეული ინფორმაცია 09 სექტემბერი - 15 სექტემბერი

რადიო შოკოლადის ყოველკვირეული ინფორმაცია 15 სექტემბერი - 21 სექტემბერი

რადიო შოკოლადის ყოველკვირეული ინფორმაცია 22 სექტემბერი - 29 სექტემბერი

რადიო შოკოლადის ყოველკვირეული ინფორმაცია 29 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

რადიო შოკოლადის ყოველკვირეული ინფორმაცია 6 ოქტომბერი - 13 ოქტომბერი

რადიო შოკოლადის ყოველკვირეული ინფორმაცია 13 ოქტომბერი - 20 ოქტომბერი