საჯარო ლექციები შოკოლადზე

ყველაზე აქტუალური და აუდიტორიისთვის საინტერესო თემები და სპიკერები. 
ხელოვნება, ლიტერატურა, მეცნიერება, ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები.

ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 18:00 საათზე, განმეორებით, ოთხშაბათს და პარასკევს, 12:00 საათზე, საჯარო ლექციები რადიო შოკოლადის ეთერში.

 

   ახალი ამბები ნინო თვალავაძესთან ერთად

საქართველო და მსოფლიო ერთ გამოშვებაში. ყველა საჭირო ინფორმაცია რადიო შოკოლადის ეთერში. გვისმინეთ და არ გამოტოვებთ მთავარს. ჩვენ გიყვებით მოკლედ და გასაგებად.

პოლიტიკური, კულტურული და სპორტული სიახლეები Fm 98.5-ზე. ყოველ სამუშაო დღეს 15:00 საათზე, შაბათ-კვირას, 07:00 საათზე.

ჩვენ გიყვებით კვირის მთავარ თემებს ნინო თვალავაძესთან ერთად.

   თქვენი მოსაზრება

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „თქვენი მოსაზრება“ რადიო შოკოლადზე. კვირის ყველაზე საინტერესო და აქტუალური თემები, დისკუსიები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საუბრები  საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე. სტუმრად სტუდიაში პოლიტიკოსები,  ეკონომიკისა და სოციალური სფეროს წარმომადგენლები, საინტერესო პერსონები. ყოველ ხუთშაბათს, 18:00 საათზე.

ერთად მოვისმინოთ საზოგადოებრივი აზრი რადიო შოკოლადზე.

   ერთ მერხთან

რადიო „შოკოლადი“ წარმოგიდგენთ გიორგი კეკელიძის საავტორო გადაცემას „ერთ მერხთან“.
ის, რაც ქართული ლიტერატურის სწავლებისას ყურადღების მიღმა გვრჩებოდა. სწავლების მეთოდიკა ლიტერატურის სწორად გასააზრებლად, ავტორის მიერ მხატვრულ ტექსტებში ჩადებული მესიჯები, მათი აღქმა წლებისა თუ საუკუნეების შემდეგ...
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საინტერესო სტუმრები, ინდივიდუალურად განხილული აქტუალური ლიტერატურული საკითხები. 
გიორგი კეკელიძე ლიტერატურაზე სასაუბროდ ერთ მერხთან გიწვევთ. 
უსმინეთ გადაცემას „ერთ მერხთან“ ორშაბათს 18:00 საათზე, განმეორებით - სამშაბათს 12:00 საათზე.
დაუბრუნდი მერხს გიორგი კეკელიძესთან ერთად.

   დათო ტურაშვილის შოკოლადი

ლიტერატურული გადაცემა წიგნის მოყვარულებისთვის რადიო „შოკოლადის“ეთერში.
საუბრები სხვადასხვა ეპოქის მწერლებზე, ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვა. ძველი და თანამედროვე კლასიკა, პროზა, პოეზია, ცენზურა ლიტერატურაში და გზა მხატვრულიდან რეალურ სამყარომდე.
გადაცემის წამყვანი დათო ტურაშვილი მოწვეულ სტუმრებთან ერთად გამართავს დისკუსიას საინტერესო თემებზე ლიტერატურის ჭრილში. 
უსმინეთ გადაცემას „დათო ტურაშვილის შოკოლადი“ ოთხშაბათს 18:00 საათზე, განმეორებით - ხუთშაბათს 12:00 საათზე.
„დათო ტურაშვილის შოკოლადი - შენი ლიტერატურული თანამგზავრი FM სივრცეში.